მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად ამგვარი პირისპირი შეხვედრები საჭიროა

მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად ამგვარი პირისპირი შეხვედრები საჭიროა

ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრას ასევე ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.