ჰამბურგში, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

ჰამბურგში, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

კრემლში იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შედეგად ორ ქვეყანას შორის დიალოგი შედგება, „რომელიც ასე აუცილებელია სრულიად მსოფლიოსთვის“.

პროტოკოლის თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციის გამართვას არ გეგმავენ.