ირაკლი ბერაია:  სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ ნიშნავს სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას

ირაკლი ბერაია: სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ ნიშნავს სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას

ვფიქრობ, მუსტაფა ჩაბუქის წარმომადგენელთა მოთხოვნა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, სახელმწიფომ ყურადღებით და სამართლიანად განიხილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ ნიშნავს სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას. ”გადაცემას მაღალი მტკიცებითი სტანდარტი აქვს და ცალკე პროცედურაა. რაც შეეხება მის ოჯახს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოჯახის წევრებზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ არსებობს და მათ ისედაც, უკვე აქვთ საქართველოში 2021 წლამდე ცხოვრების უფლება”, - განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.