როდესაც ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

როდესაც ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს

როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას განაცხადა.

კონკრეტულად რა ინსტრუმენტები იქნება ამისთვის გამოყენებული, რაქვიაშვილის თქმით, ამაზე მოგვიანებით შეეძლება საუბარი, თუმცა „ფაქტია, რომ საქართველოს სჭირდება, ახლებური მიდგომა, რომ უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას“.

"ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინე. ერთსულოვანია განწყობა ექსპერტებშიც და ჩვენც ამ განწყობას ვუერთდებით, რომ ამ საკითხში აუცილებელია ერთიანი მიდგომა. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის, მხოლოდ პრეზიდენტის ან მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების საზრუნავი. ეს არის ეროვნული ტკივილი და ეროვნულ ტკივილს ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ. რაც შეეხება იმას, რა ფორმატში გაიმართება ამ საკითხზე დისკუსია, პრეზიდენტს მოვახსენებთ დღევანდელი შეხვედრის შესახებ და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ პროცესთან დაკავშირებით",- განაცხადა რაქვიაშვილმა.