მთავრობასთან გვქონდა თხოვნა, მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ მიღებული იქნება დამატებითი ზომები

მთავრობასთან გვქონდა თხოვნა, მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ მიღებული იქნება დამატებითი ზომები

ჩვენ გვქონდა მთავრობასთან თხოვნა, აფგან მუხთარლის მეუღლის და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მოგვცეს დაპირება, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნება დამატებითი ზომები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განუცხადა.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საქართველოში და შემდგომ აღმოჩნდა ბაქოში. ჩვენ მოვუწოდებთ დეტალური გამოძიებისკენ და იმისკენ, რომ გახმაურდეს გამოძიების შედეგები, რათა საზოგადოებამ ეს შეიტყოს, თუმცა, გამოძიება წაიღებს იმ დროს, რაც საჭირო იქნება საქმის დასასრულებლად. ჩვენ მთავრობასთან გვქონდა თხოვნა-კავშირი აფგან მუხთარლის მეუღლის და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მათ მოგვცეს დაპირება, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნება დამატებითი ზომები”, - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, ის აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.