საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი

საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი

საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი და ”არ ვიღებთ ამას”, - ასე ეხმაურება ელჩი რუსეთის მიერ საქართველოში ე.წ. საზღვრის 500 მეტრით გადმოწევას.

”ჩვენ, საერთაშორისო წარმომადგენლებმა, მტკიცედ და მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, რომ ნებისმიერი ცვლილება, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა, არის მიუღებელი და არ ვიღებთ ამას. რაც შეეხება თავად ამ საკითხს, ევროკავშირის მისია აწარმოებს მონიტორინგს და ამ საკითხში მას ჰყავს ექსპერტები. მე კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად გავიმეორებ, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ასე იყო, არის და იქნება მომავალში”, - განაცხადა ელჩმა.