ერთადერთი ფორმა, როცა პრეზიდენტი დიალოგში ჩაერთვება არის ის, რომ დაარეგისტრიროს პარტია თავის იდეოლოგთან, ხუხაშვილთან ერთად

ერთადერთი ფორმა, როცა პრეზიდენტი დიალოგში ჩაერთვება არის ის, რომ დაარეგისტრიროს პარტია თავის იდეოლოგთან, ხუხაშვილთან ერთად

ერთადერთი ფორმა, როცა პრეზიდენტი დიალოგში ჩაერთვება არის ის, რომ დაარეგისტრიროს პოლიტიკური პარტია თავის იდეოლოგთან, ხუხაშვილთან ერთად - ამ შემთხვევაში გაუადვილდება გადადგას ის ნაბიჯი, რასაც პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობა ჰქვია, - ასე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური ძალებისადმი პრეზიდენტის შეთავაზებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო დიალოგის დაწყების თაობაზე.

როგორც კობერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანხმობა თავად პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა შედგეს და პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის როლი ამ შემთხვევაში უცნაურად იკვეთება.

”ჯერ კიდევ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს, როდესაც პრეზიდენტისთვის იყო შეთავაზება ჩართულიყო კომისიის მუშაობაში, ყველაზე რელევანტური და პროდუქტიული მისი მოსმენა და დიალოგი აქ იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპიდან მოყოლებული არც პრეზიდენტი და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის არც ერთი წარმომადგენელი სამუშაო შეხვედრებში არ ჩაერთო. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ასევე შესთავაზა ღია ფორმტაში ესაუბრათ, მაგრამ ნებისმიერ შეთავაზებაზე ის უარს ამბობს, შემდეგ კი იმაზე საუბარს იწყებს, რომ საჭიროა დიალოგი. პრეზიდენტი, ერთი მხრივ, ამბობს რომ დიალოგია საჭირო, მაგრამ არასდროს იღებს მონაწილეობას მსგავს ფორმატებში, რაც სულ მინიმუმ უცნაურად გამოიყურება”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან კობერიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს.