მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები

მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები

მნიშვნელოვანია, რომ დემირელის სკოლის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის ექსტრადიციაზე არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

რაც შეეხება ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, ელჩმა აღნიშნულის კომენტირებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან, მისი თქმით, ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

"რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მთავრობასთანაც, რომ უნდა არსებობდეს ძალიან ზედმიწევნითი შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან. ჩვენს ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები და ჩვენი როლიც მდგომარეობს იმაში, რომ გამოცდილება გავუზიაროთ. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები", - აღნიშნა ელჩმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.