სოფიო ქაცარავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ცვლილება შევა

სოფიო ქაცარავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ცვლილება შევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმარეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზედა კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებააისახება.

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ჩანაწერის ტექსტი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიოქაცარავამ წარმოადგინა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისონორმების და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო.ასევე ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ დაუსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისშესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთოსსაპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.