ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა

ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა

ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დემონსტრანტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.

ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებსაც. გადაკეტილია

სამიტის ჩატარების ადგილთან ახლომდებარე შრიოდერშტიფშტრასე.

„ქუჩა გადაკეტილია. მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა, დემონსტრანტები არ იშლებიან. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის წავლი გამოვიყენეთ“, - იუწყება ჰამბურგის პოლიცია „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

დემონსტრაციის მონაწილეები ბარიკადებს, ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს წვავენ. ასევე უცნობი პირები თავს დაესხნენ საპატრულო პოლიციის მანქანას.