ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ

ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ

ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები სამიტის ფარგლებში პირველ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ „დიდი ოცეულის“ ლიდერები იღებენ. ანგელა მერკელი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი, ყველა სტუმარს კონგრეს-ცენტრის ფოიეში დახვდა.

შეხვედრის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე.

დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნა. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.

გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.