ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გროგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს

ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გროგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გროგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან თბილისში, რუსთაველის გამზირზე საარჩევნო შტაბი ოფიციალურიად გახსნა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პარტიაში არის სრული მობილიზაცია, რომ მან დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადასარჩენად.

მისივე თქმით, საარჩევნო შტაბის კარი ღიაა ყველასთვის 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და საკუთარი მოსაზრებებისა და პრობლემების გაცნობა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მის საარჩევნო შტაბს გრიგოლო ვაშაძე უხელმძღვანელებს და მისთვის დიდი პატივია, რომ ეს ადამიანი შემოთავაზებას დასთანხმდა.