მოუთმენლად ველი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს

მოუთმენლად ველი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მოუთმენლად ელის შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან.

„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს ამერიკის ინტერესებისთვის.

„ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, - დასძინა მან.

დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.

გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.