ხვალიდან შედარებით გამოიდარებს

ხვალიდან შედარებით გამოიდარებს

საქართველოში დღეს გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.