იმ ოქრომჭედლების ნამუშევრებს, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ

იმ ოქრომჭედლების ნამუშევრებს, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ

იმ ოქრომჭედლების ნამუშევრებს, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება და ეს არაერთმა ექსპერტმა და ქიმიკოსმა დაადასტურა.

"კალიუმისა და ნატრიუმის ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება და ეს დამოკიდებულია ოქრომჭედელზე, თუ ვინ როგორი ხარისხის ნამუშევარს აკეთებს.

ქიმიკოსებმა, ასევე სამხარაულის სასამართლო ექსპერტებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება," - განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა განახლდა. პროცესის დაწყებამდე საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებიც როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას გამორიცხავენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მტკიცებით, ციანიდის შეძენა ოქრომჭედლისთვის, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა დაავალა.