დღეს ჰამბურგში რექს ტილერსონის და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება

დღეს ჰამბურგში რექს ტილერსონის და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ.

„7 ივლისს რექს ტილერსონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება ჰამბურგში ადგილობრივი დროით 10:35 საათზე“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი ასევე მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და ნახევარი საათი გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დღეს, ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.