თუ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, არსებული პროექტი უნდა გამოიწვიოს და შემდეგ ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი

თუ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, არსებული პროექტი უნდა გამოიწვიოს და შემდეგ ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი

თუ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, არსებული პროექტი უნდა გამოიწვიოს და შემდეგ ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროცესები პოლიტიკურ ჩიხშია შესული, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები აქვს შექმნილი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით კონსენსუსისკენ ორიენტირებული ნაბიჯი გადადგას.

„ივანიშვილის გუნდმა, ‘’ქართულმა ოცნებამ’’ საკონსტიტუციო პროცესი შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება. მათ უარი თქვეს პლებისციტის ჩატარებაზე, ჩვენს წინადადებაზე, „ევროპული საქართველოსი“, რაც ერთადერთი დემოკრატიული გზაა ასეთი უთანხმოების გადაწყვეტისა, ხალხისთვის კითხვა. მათ აქვთ ძალიან დიდი საერთაშორისო პრობლემა. ახლა ვიყავით სტრასბურგში, სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ყველა მეგობარი საქართველოსი, ღიად გვეუბნება, რომ მათ უნდა ეძიონ კონსენსუსი და ამის გარეშე ერთი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება. შინაარსის მიუხედავადაც კი, ეს საზიანოა ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ახლა ბურთი არის მათ მოედანზე, ისინი არაფორმალურად ჩვენს პარტნიორებს ეუბნებიან, რომ სურთ კონსენსუსი, თუმცა რელურად ნაბიჯებს არ დგამენ და მიიღეს კონსტიტუცია ცალმხრივად, ერთი პარტიის მიერ. მათ დაარღვიეს თავისი პირობა და გადააგდეს ხალხი. თუ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, ეს პროექტი უნდა გამოიწვიონ და შემდეგ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.