პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი და ლეგიტიმური მთავრობა ეფუძნება ხალხის და მათი წარმომადგენლების თანხმობას. აშშ-ის ელჩმა ამ კონტექსტში საუბრისას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ფართო მიდგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

”ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი მოვიდნენ დღევანდელი დღის აღსანიშნავად. ძლიერი და ლეგიტიმური მთავრობა ეფუძნება ხალხის და მათი წარმომადგენლების თანხმობას. სწორედ ამიტომ ვემხრობოდით ყოველთვის ფართო მიდგომას ნებისმიერი საკითხის მიმართ. კონსტიტუცია სახელმწიფოს უმთავრესი კანონია. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ”, - აღნიშნა იან კელიმ.