ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ რუსეთს “გაუპრავა“

ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ რუსეთს “გაუპრავა“

ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ რუსეთს “გაუპრავა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უშიშროების საბჭო ის ადგილი არაა, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ და ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. 

“როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ ახალი ბანერები არ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, იგივე საზღვრებში ასეთი ბანერები იყო და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა ისე აქტიურად არის გაჩაღებული, რომ მსგავსი არასოდეს ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მსგავს ფაქტებს არ შეეგუოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველო ოკუპაციის არანაირ ფორმას არ შეეგუოს. ეს არის ჩვენი ოკუპანტის დღის წესრიგი, რომელსაც ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს “გაუპრავა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.