კახა კუკავა პრემიერის განცხადებას დადებითად აფასებს

კახა კუკავა პრემიერის განცხადებას დადებითად აფასებს

ძალიან დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, რომ დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. კარგი იყო, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებულიყო კონსტიტუციური დიალოგი მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ დასკვნებს იმ ბოლო კონფრონტაციის ექვსი თვიდან და როგორც კონსტიტუციას დაკავშირებით გადაიდგა ერთობლივი ნაბიჯები ასევე მგონია რომ პრემიერის ინიციატივა სწორია, რადგან ყველა საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა იყოს დიალოგში.

მე დარწმუნებული ვარ რომ თუ იქნება დიალოგი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ დაძაბულ სიტუაციას გადაურჩება ქვეყანა