ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა

ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ტექნოპარკში ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს მელფორდ ნიკოლას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ტექნოპარკის ულტრათანამედროვედ მოწყობილი შენობა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა  დაათვალიერა. მელფორდ ნიკოლა დეტალურად გაეცნო ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას.

ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს აღნიშნულ სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მელფორდ ნიკოლა კერძო სექტორში სწორედ ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უცხოელ სტუმარს დეტალურად წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო სააგენტოს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.