როდესაც კონკურენტებს შორის არის ისეთი კომიკური ფიგურა, როგორიცაა ელისაშვილი, ზედმეტია დავსვათ კითხვის ნიშანი, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო

როდესაც კონკურენტებს შორის არის ისეთი კომიკური ფიგურა, როგორიცაა ელისაშვილი, ზედმეტია დავსვათ კითხვის ნიშანი, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო

როდესაც კონკურენტებს შორის არის ისეთი კომიკური ფიგურა, როგორიცაა ელისაშვილი, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ასეთი კონკურენტების ფონზე, ზედმეტია დავსვათ კითხვის ნიშანი, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის პერსპექტივების შესახებ დასმულ კითხვას.

ბესელიას შეფასებით, კახა კალაძე კონკურენტებს შორის საუკეთესოა.

“რატომ მაინცა და მაინც კახი? - ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. მას აქვს ბევრი გამოკვეთილი და გამორჩეული თვისება. დედაქალაქის მერს სჭირდება ბევრი კარგი თვისების ნაზავი, მათ შორის მაღალი პასუხისმგებლობა, ქალაქის კარგად ცოდნა, კარგი მეურნის თვისებები, კომუნიკაციისა და მენეჯმენტის უნარი. საკუთარ თავზე მუშაობა, პრობლემების გადაწყვეტის უნარი, თამამი და გაბედული ნაბიჯები, ხედვა, პროგრესის, უახლესი ტექნოლოგიებისა და სერვისის შეთავაზების უნარი და შესაძლებლობა. კახის აქვს ყველა ეს თვისება, რომელიც ასეთ გამორჩეულ და საპასუხისმგებლო პოზიციას ნამდვილად სჭირდება“, - აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.