ირაკლი კობახიძის ინციატივით, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტს მიმართა

ირაკლი კობახიძის ინციატივით, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტს მიმართა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტისადმი საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივ მიმართვას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ერთობლივი მიმართვის ინიციატორია, განაცხადა, რომ  მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც  ქვეყნების ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება, მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს.

„წელს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები  განიხილება. პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისთვის, მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი წერილით მივმართეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.