ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც თურქეთთან მოლაპარაკების დროებითი შეჩერების რეკომენდაციას იძლევა.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თურქეთთან მოლაპარაკების დროებითი შეჩერების ანგარიშს მხარი 479 დეპუტატმა დაუჭირა, 37 კი წინააღმდეგი იყო. 107 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

საბოლოო კენჭისყრამდე 31 ცვლილება იქნა წარმოდგენილი, მაგრამ ბევრი მათგანი არ იქნა მიღებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში რეფერენდუმის შედეგად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება.

ანგარიში, ევროკავშირისთვის რეკომენდაციული ხასიათისაა. პირველად ევროკავშირის ერთ-ერთმა ორგანომ, ქვეყანა რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მოწოდება გააკეთა.

წყარო: http://www.diken.com.tr/bir-ilk-ap-turkiye-ile-muzakerelerin-askiya-alinmasini-oneren-raporu-kabul-etti/