კახა კალაძემ ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტი გაიხსენა

კახა კალაძემ ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტი გაიხსენა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამინისტროს 5-წლიანი მუშაობის შედეგებზე საუბრის შემდეგ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

როგორც კალაძე იხსენებს, ბავშვობაში მას სურდა წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყო, თუმცა მას უთხრეს, რომ არაფერი გამოუვიდოდა.

მინისტრმა პარალელი გაავლო მის მაშინდელ მოქმედებასა და სამინისტროში 5-წლიან მუშაობას შორის.

"მინდა გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელიდა მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს, მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, სახლში ატირებული დავბრუნდი, თუმცა თავი არ დამიხრია. მინდა გითხრათ, რომ როდესაც რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ის, რაც ჩვენ, ენერგეტიკის დარგში გავაკეთეთ, იმ დაუღალავი შრომისა და ერთობის შედეგია, რაც ამ წლების განმავლობაში იყო.

კახა კალაძემ დღეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, რადგან ის უკვე ოფიციალურად თბილისის მერობის კანდიდატია.