კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა. ის ახალი პოზიციის დასაკავებლად - თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებისთვის 5-წლიანი ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანი ეტაპი იწყება. საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატად წარმადგინა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რა თქმა უნდა, არჩევის შემთხვევაში, რომ თბილისი წარმატებული. მე მჯერა ჩემი გუნდის ერთობის, თბილისელების. ერთმანეთის თანადგომით მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს თანამშრომლებს", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ორი ვადითიმყოფებოდა. პირველად ის 2012 წლის 25 ოქტომბერს გახდა ენერგეტიკის მინისტრი, როდესაც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" მოვიდა. მეორედ, ენერგეტიკის მინისტრად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის შემდეგ, კალაძე 2016 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.