მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის

მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის.

მისი თქმით, უშიშროების საბჭო განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშნებელობის საკითხებს.

”უშიშროების საბჭო კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზაციებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად. უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება”, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, არასამთავრობოები ხელისუფლებას მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ.