გაუგებარია, იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემას, როდესაც იტალიაში შერეული სისტემაა

გაუგებარია, იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემას, როდესაც იტალიაში შერეული სისტემაა

გაუგებარია, იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევას, როდესაც იტალიაში შერეული სისტემაა, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ გაუგებრობაში თავისი წვლილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ შეიტანა და კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა შექმნა.

"გაუგებარია, იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევას, როდესაც იტალიაში შერეული სისტემაა. მეორე ბუკიკიური გაუგებრობა - რატომ ითხოვს კონსენსუსს. მაჟორიტარულ სისტემაზე იტალია იმიტომ გადავიდა, რომ იტალიამ დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა კონსენსუსი და 50 წლის განმავლობაში 50-ჯერ შეცვალეს მთავრობა, რადგან ვერ აირჩიეს პრემიერ-მინისტრი. ესე იგი შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როდესაც კონსენსუსი ვერ მიიღწევა და ეს ყველაზე უკეთ ჯანი ბუკიკიომ იცის, როგორც იტალიის მოქალაქემ და როგორც იტალიელმა იურისტმა. ჩვენგან რატომ ითხოვს, რომ კონსენსუსი აუცილებლად იყოს მიღწეული, ეს გაუგბარია. ერთადერთი ვერსია, რაც ამ გაუგებრობებს ლოგიკურ იერს აძლევს არის ის, რომ ბუკიკიო და კომისია არის ბიუროკრატიული აპარატი, რითაც ევროპული სტრუქტურები ცნობილია და როგორც ბიუროკრატიულ აპარატს სურვილი აქვს, რომ თავისი მეობა და არსებობა მნიშვნელოვანი გახადოს. ამიტომ იძლევა რეკომენდაციებს, რომელიც თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მოსაცემი არაა, რადგან შეიძლება ყველა ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, როცა მხარეებს კონსენსუსის სურვილი არ აქვთ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.