კახა კალაძე იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი, ვინც კი ჰყოლია ამ ქალაქს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული

კახა კალაძე იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი, ვინც კი ჰყოლია ამ ქალაქს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული

დარწმუნებული ვართ, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში და ის იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი, ვინ კი ჰყოლია ამ ქალაქს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„კახა კალაძე იყო წარმატებული თავისი კარიერის ყველა ეტაპზე და ყველა სფეროში. ის არის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, ორჯერ არის ევროპის თასის მფლობელი თავის გუნდთან ერთად. კახი კალაძე იყო უარღესად წარმატებული როგორც პოლიტიკოსი და მასთან ერთად მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამარჯვება 2012 წელს. კახა კალაძე იყო ყველაზე წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი, რაც კი ჰყოლია ამ სფეროს ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში სწორედ მის პერიოდში შემოვიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ღირსების მხარეს და თვითონ იყო ყოველთვის ღირსების და წარმატების განსახიერება და ფორმულა“, - განაცხადა სუბარმა.

მან გაიხსენა კახა კალაძესთან შეხვედრა სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში.

„მე გავიხსენებ იმ წლებს, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი სურვილი იყო იმ ხელისუფლების მხრიდან, რომ კახი ყოფილიყო მათ მხარეს. ეს ადამიანი უბრალოდ დადგა დაჩაგრული ადამიანების მხარეს, ვისაც უსამართლოდ ექცეოდა ხელისუფლება და მე კარგად მახსოვს, როცა შემხვდა სახალხო დამცველი ვიყავი და ვისაუბრეთ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებზე, რამდენად მკაფიო და ნათელი იყო მისი პოზიცია მაშინვე. 2011 წელს ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მივიდა ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი, იმდენად დიდი ძალა შეიკრა და იმდენად დიდი ენერგეტიკა ამ ორი ადამიანის ერთად დგომით“, - დასძინა სუბარმა.