გიორგი კვირიკაშვილი თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას გამოეხმაურა

გიორგი კვირიკაშვილი თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 7 ივლისიდან თბილისი-ბათუმისა და ბათუმი- თბილისის ავიარეისები დაიწყება, რომელიც დღის განმავლობაში 2-ჯერ - დილით და საღამოს შესრულდება.

„დილით და საღამოს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ასევე ტურისტები ბათუმში გაემგზავრონ და ასევე, რეგიონიდან ჩამობრძანდნენ. აეროპორტების გაერთიანებამ შეისყიდა ეს მომსახურება. აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის ბილეთი 90 ლარი ეღირება. ოთხშაბათის გარდა ყოველდღიურად ორჯერადი რეისი იქნება. ეს სერვისი ამ ფორმატში გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.