მთავრობა თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობას იწყებს

მთავრობა თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს მთავრობა თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობას იწყებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ არაერთ ქალაქში თუ ძალიან მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში სივრცითი დაგეგმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა და ტურისტული მიმართულება. ამიტომ ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში პროფესიონალურად მომზადდეს სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და ჩვენ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და იერსახე და მეორე მხრივ, შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც იქნება მომავალში დაცული. ამიტომ ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.