ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს გამჭვირვალე

ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს გამჭვირვალე

ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს გამჭვირვალე და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ჩვენი ხელისუფლება როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, მოწოდებულები ვართ, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ისევე, როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 3 არჩევნები ჩატარდა - საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის და დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებიც, რომელიც ჩვენ ოქტომბერში გველის, იქნება ასეთი გამჭირვალე, თანამედროვე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.