გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს ხობისწყალზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მფრინავების დაჯილდოების ინიციატივით მიმართავს

გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს ხობისწყალზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მფრინავების დაჯილდოების ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გუშინ, ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მფრინავების სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების ინიციატივით მიმართავს.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ სამეგრელოში მომხდარ შემთხვევას, მართლაც გმირულ საქციელს, რომელიც მფრინავებმა ჩაიდინეს - ჩვენი ორი მოქაალაქე გადაარჩინეს ჩხოროწყუში. პრაქტიკულად, ადიდებულ მდინარეზე დასვეს ვერტმფრენი. კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სასაზღვრო ძალების ერთობლივი ოპერაციით ასეთი მაღალი პროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. მინდა სახელმწიფო ჯილდოზე წარვუდგინოთ პრეზიდენტს ეს ადამიანები. ესენი არიან ეკიპაჟის მეთაური ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრები: ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას“, - განაცხადა პრემიერმა.