აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს

აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს

ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში დღეს კახა კალაძის ბოლო მთავრობის სხდომაა და მას მადლობა გადაუხადა.

„კახას მინისტროების პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინსიტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში გაიმარჯვებს.

„ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია.