თბილისის საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა კოკაიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის თანამშრომლებმა განახორციელეს.
”სუს-ის წარმომადგენლებმა გოჩა კოკაიას განუმარტეს, რომ ვინმე გვაზავას ჩვენების საფუძველზე ეძებდნენ რაღაც ყალბ დოკუმენტს, თუმცა ეს დოკუმენტი ვერ აღმოაჩინეს. ჩხრეკა მიმდინარეობდა 2 საათის განმავლობაში. ბოლოს შეადგინეს ოქმი და წაიღეს კოკაიას პირადი მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში”, - აცხადებენ პარტიაში.