ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ბიბილოვის პრესმდივანი დინა გასიევა ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება, ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირების საკითხებს განიხილავენ.
„იგეგმება რესპუბლიკის რაიონებისა და შორეული სოფლების გაფიზიცირების სქემა და თანმიმდევრობა, მსხვილი პროექტის რეალიზაციის დეტალები, იურიდიული საკითხები, ასევე, სატარიფო პოლიტიკა“, - აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში გაზიფიცირებულია მხოლოდ ქალაქი ცხინვალი.