ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმას აცნობს.

„დღეს შეხვედრები გვქონდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, როგორც სოციალისტებთან, ასევე, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. მათ შორის, შევეხეთ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც  ამჟამად საქართველოში ხორციელდება.

დღეს კიდევ გაიმართება არაერთი შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

https://www.youtube.com/watch?v=3WDHP50Y93k&feature=youtu.be