საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს მართავს.
დელეგაციის შემადგელობაში შედიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისთავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორიცისნამი საბაძე.
შეხვედრების თემაა დასაქმების პოლიტიკა და ავსტრიული გამოცდილების გაზიარება სახელმწიფოს როლზე დასაქმებასთან მიმართებით. შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისი მიწოდებისა და ბიზნესის რეალური საჭიროებებისათვის აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალის უზრუნველყოფით, ავსტრიის სახელმწიფო ხელს უწყობს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ამდენად, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ავსტრიის განათლებისა და შრომის, სოციალურ საკითხთა და მომხმარებელთა დაცვის სამინისტროებს ესტუმრა. მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიული დასაქმების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე, ავსტრიული პროფესიულ დუალური მოდელის თავისებურებებზე და ამ სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების როლზე, ასევე, იმ მექანიზმებზე, რომელიც განათლებისა და ეკონომიკის საჭიროებების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ სახელმწიფო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს განათლების სისტემაში სამეწარმეო სულისკვეთების ამაღლებას. ისაუბრეს, ასევე, ავსტრიის სახელმწიფო პოლიტიკის განსაკუთრებულ ღონისძიებებზე ახალგაზრდობის დასაქმების კუთხით.
დელეგაციისათვის ავსტრიული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება დასაქმების პოლიტიკისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების კუთხით.
ვიზიტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის მხარდაჭერით.