საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია PABSEC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. დელეგაციას უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს.

ასამბლეის დღის წესრიგში პლენარული და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომები იმართება, რომლის ფარგლებში განიხილება პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, კულტურის, განათლების და სოციალური საკითხები.

იგეგმება დებატების გამართვა თემაზე: "პარლამენტების როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში".

ამასთან, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა სპეციალური დეკლარაცია.

ასამბლეა მუშაობას 6 ივლისს დაასრულებს