აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო და განაცხადა, რომ აშშ მზად არის მისი მოკავშირეები ფხენიანის მზარდი საფრთხისგან დაიცვას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
„მზად ვართ ჩვენი თავი და მოკავშირეები დავიცვათ. საამისოდ შესაძლებლობების სრულ სპექტრს გამოვიყენებთ, რათა ჩრდილოეთ კორეის მზარდ საფრთხეს დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა დანი უაითმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია, დაიცვას თავისი მოკავშირეები სამხრეთ კორეა და იაპონია, უცვლელია.
გუშინ, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ განცხადება გააკეთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის წარმატებულ გამოცდაზე.