ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უკავია სპიკერის პოზიცია, არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა, ის არის უვიცი

ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უკავია სპიკერის პოზიცია, არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა, ის არის უვიცი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებაა. როგორც ნიკა რურუამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ განუცხადა, პროცედურულად ამის განხორხციელების უამრავი გზა არსებობს.

"კომპრომისი ოპოზიციამ კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ კომპრომისი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც ოლიგარქიული, ყოვლად უვარგისი კონსტიტუციის მოდელი სცადა მოეხვია საზოგადოებისთვის თავზე. საზოგადოებამ ეს არც მიიღო და არც მიიღებს. კომპრომისი ახლა არის ერთი რამ - მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან. თუ იქნება ნება და მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან. საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებისთვის მილიონი გზა არსებობს, შეუძლიათ მესამე მოსმენით არ მიიღონ, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს და ა.შ მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობა ამ „ჯინიან“ ახალგაზრდას, რომელსაც უკავია სპიკერის პოზიცია. მას თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის. ის არის უვიცი, არ იცის კონსტიტუციის ისტორია და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია არ არის ერთი პარტიის წესდება",- განაცხადა რურუამ.

სასტუმრო „რედისონში“ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დიპლომატების, სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით საკონსტიტუციო საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.