ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ

ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ

ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ, თუ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულება, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა დეკანოზისთვის წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა.

"ამ ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ, თუ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულება. "თუ არსებობს მართლმსაჯულება"-ს იმიტომ ვამბობი, რომ დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს მამა გიორგი პატიმრობაში. ვიმედოვნებ, იმ შეცდომას, რომელიც დღეს მოსამართლემ დაუშვა, განაჩენის გამოტანისას არ დაუშვებს. ეს უსამართლობა თუ გაგრძელდა, საქართველოში ნამდვილად არ დასრულდება. ამას არ დავამთავრებთ იმის ფონზე, რომ ვინმეს მივცეთ საშუალება და ნება, როგორც მას სურს, ისეთი სამართალი აწარმოოს, რადგან სამართალი ყველასთვის ერთია, ვინც არ უნდა იყოს, მაღალიც, დაბალიც, მსუქანიც და გამხდარიც", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 7 ივლისს, კვლავ სახელმწიფო ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.