მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე და ადვოკატი დევნილთა სამინისტროში შეხვედრას მართავენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე და ადვოკატი დევნილთა სამინისტროში შეხვედრას მართავენ

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე და ადვოკატი დევნილთა სამინისტროში შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრაზე შესვლამდე ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ ჟურნალისტებს განაცხადა, თუბა ჩაბუქი სამინისტროს წარმომადგენელს მუქარის ამსახველ ფაქტებს გააცნობს, რომელიც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის მიმართ ხორციელდება.

თუბა ჩაბუქის განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენელთან მისთვის ცნობილ ყველა დეტალზე ისაუბრებს.

"საქმეზე გადაწყვეტილება 7 ივლისს იქნება მიღებული და იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება", - განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.

ჩაბუქის მეუღლე და ადვოკატი სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდება, რომელიც უშუალოდ მათ საქმეს სწავლობს.