ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებმა დაცვის კორიდორი გაარღვიეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოვაჭრეებმა მაღაზიებში შესვლა ძალის გამოყენებით სცადეს. პოლიციამ მათი შეჩერება შეძლო.
მოვაჭრეები პასუხისმგებელი პირების მისვლას და ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რათა გადარჩენილი ნივთები გამოიტანონ.
ისინი სავაჭრო ცენტრის ეზოში რჩებიან და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.