ელიავას ბაზრობაზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები საკუთარ მაღაზიებში შესვლას ძალის გამოყენებით ცდილობენ.
დაზარალებულებს საკუთარი, გადარჩენილი ნივთების გამოტანა სურთ.
მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ, რის გამოც მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს ადგილი.
როგორც თანამშრომლები და მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, ისინი ამ დრომდე ელოდებიან პასუხისმგებელი პირების გამოჩენას.