მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო

მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო

მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო, - აღნიშნული განცხადებით უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ”ქართული ოცნების” წევრებს ”ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდესქში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართა.

“უმრავლესობას ის კი არ გაღელვებთ, რომ ხალხს ფულის გადახდა უწევს, რომ პარკირება არა აქვთ, მეტი ფულის ამოღება გინდოდათ, როგორც ყველგან და ყველაფერში. მერე გაარკვიეთ, რომ ამ მეტ ფულს თუ ამოიღებთ, ამას თქვენ კი არ წაიღებთ, არამედ წაიღებს კერძო კომპანია. სწორედ ამის გამო უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლით - ეს არის თქვენი, ”ქართული ოცნების” დიაგნოზი! მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო. რეაქციებიც ტიპიური: პროლეტარული ფლანგი კერძო ბიზნესის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ მეტი ბიუროკრატია იყოს, სხვები - „სითი პარკი“ უნდა განადგურდეს! პასუხი არა გაქვთ, თუ რა გააკეთა დავით ნარმანიამ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად - არაფერი, ნული! წინა გუნდი ცუდი იყო? ცოტა გააკეთა? - თქვენ ნოლი გააკეთეთ!” - მიმართა ბოკერიამ ”ქართული ოცნების” წევრებს.

საპარლამენტო უმრავლესობა პარკირების წესების დარღვევაზე 10-ლარიანი ჯარიმის შენარჩუნების მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ჯარიმის გაზრდის შემთხვევაში, შემოსავალი ”სითი პარკს” გაეზრდება.

პარლამენტის მიერ, აპრილის თვეში, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, ამკრძალავი ნიშნების ”გაჩერება აკრძალულია“ და ”დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობაზე, ასევე დგომა-გაჩერების წესების დაღვევაზე არსებული 10 ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდა გადაწყდა. გაზრდილი ჯარიმა 1-ელი ივლისიდან შედის ძალაში, თუმცა ახლა მმართველ უმრავლესობას აღნიშნულ კანონში კვლავ ცვლილებები შეაქვს და 10-ლარიან ჯარიმას ინარჩუნებს.

საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ივლიანე წულაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ჯარიმის გაორმაგებით კომპანია ”სითი პარკი” დამატებით შემოსავალს მიიღებს და ეს თანხა დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

მან აქვე აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, თბილისის მთავრობას ექსკლუზიური ხეშეკრულება სწორედ ”სითი-პარკთან” აქვს გაფორმებული და კაბალური პირობების გამო, ის 2025 წლამდე ძალაში რჩება.