ვლადიმერ პუტინი:  რუსეთი სამხედრო პოტენციალს მომავალშიც განავითარებს

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სამხედრო პოტენციალს მომავალშიც განავითარებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც განავითარებს სამხედრო პოტენციალს, რათა შესაძლო აგრესორებისგან თავი დაიცვას.

"რთული საერთაშორისო მდგომარეობა, რეგიონალური კრიზისების, კონფლიქტების რაოდენობის ზრდა, ტერორისტული და სხვა საფრთხეები ჩვენგან სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზების მუდმივ განვითარებას ითხოვენ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, "მხოლოდ თანამედროვე მობილური და ძლიერი შეიარაღებული ძალები შეძლებენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას და რუსეთისა და მისი მოკავშირეების პოტენციური აგრესორებისგან დაცვას".

"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის არმია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გაიზარდა ოფიცერთა კორპუსის პროფესიონალიზმი, რაც სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციამ დაადასტურა", - დასძინა რუსეთის ლიდერმა.