დეპუტატი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს

დეპუტატი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებების მიმართ არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ განწყობას ნაკლებად გასაგებს უწოდებს და მათ წამყვანი დემოკრატიული ქვეყანების მაგალითზე მიუთითებს.

“გასაგებია რომ არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად იყოს განწყობილი კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებების მიმართ რამეთუ მუდამ უკეთესისთვის იბრძოდნენ უნდა. ნაკლებად გასაგებია როცა მათი შეფასების დროს არც ერთი სიტყვა არის ნათქვამი პოიტიურ შეტანილ ცვლილებებზე ადამიანის უფლებების, სოციალურ უფლებების კუთხით... ყველაფერი ის რაც მათ სამიზნეში მთავარი უნდა იყოს! სამაგიეროდ კრიტიკა მათი სრულიად მიმართულია მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე კერძოდ საარჩევნო წესზე, ანუ საკითხი რომელიც არასამთავრობო სექტორის მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს. მით უმეტეს როცა აქცენტი სრულიად გადატანილია მხოლოდ პროპორციულ სიით თუ მაჟორიტარული წესით არჩევანზე. არსად, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დადგენილა პროპორციული წესი უფრო დემოკრატიული ყოფილიყო ვიდრე მაჟორიტარული! პირიქით სამი წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა - დიდ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი - მხოლოდ მაჟორიტარულ წესით ირჩევს საკუთარ პარლამენტის დეპუტატებს და არავის მიუჩნევია დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად... ძალიან ნათელია რომ ეს პოლიტიკური აქტიურობა არასამთავრობო სექტორის არის კიდევ ერთი გადაგმული ნაბიჯი მათი პოლიტიზირების და მიკერძოებულობისკენ... ეს სამწუხაროა ქვეყანაში სადაც საზოგადოებას სჭირდება მეტი ჩართულობა, მეტი სოციალური პასუხისგებლობის და შეგნების გაზრდა, მეტი ზრუნვა ადამიანის უფლებებზე და კერძოდ , მარტოხელა დედების, შშმ პირების ან უცხოეთში მყოფ ემიგრანტების დაცვა... ამაზე იბრძვიან დემოკრატიულ ქვეყნებდი არასამთავრობო ორგანიზაციების! ჩვენთან კი ეს თემები ნაკლებად აინტერესებთ და აინტერესებთ მხოლოდ პროპორციულ სია რომელიც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ პოლიტიკურ ამბიციებს ემსახურეა... ნიშანდობლივია ისიც რომ არცერთ არასამთავრობოს, ვინც ესწრებოდა საკონსტიტუციო კომისიას ან გარედან, მხარი არ დაუჭერია ემიგრანტების მოქალაქეობის საკითხისთვის!“ - აცხადებს დეპუტატი.