დეპუტატმა კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერს სრულყოფილი უწოდა

დეპუტატმა კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერს სრულყოფილი უწოდა

უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერის შესახებ ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ მინდა სიამაყით ავღნიშნო, კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერი, მეხუთე მუხლში, ცალკე მუხლად, გაჩნდა ჩანაწერი და მინდა, ეს არ იყო მხოლოდ სურვილი მინდა მხოლოდ ინფორმაციისთვის გაცნობოთ რომ ჩანაწერის წინ ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა სპორტის კომიტეტში, ამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები რომელსაც კვლევა ქონდათ ჩატარებული საგანამანათლეო სისტემაში.ჩვენ გვქონდა აღებული მაგალითები თითქმის 100 მდე ქვეყნის კონსტიტუციის თუ რა ჩანაწერები არსებობდა ამ ქვეყნებში და მე მინდა ასვე გამოვყო საკონსტიტუციო კომისიის წვრების მუშაობა ამ ფორმატში და ასევე მადლობა მინდა გადაგიხადო ბატონო ირაკლი თვენ რომ გაითვალისწინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინეთ ამ საჯაბაასის და კონკრეტული დეტალების შემდეგ მოხდა, მე ვთვლი რომ სრულყოფილი ჩანაწერია. კიდევ ერთხელ მინდა ციტირება მოვახდინო სახელწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე,ბავშვების და ახლაგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას და სპორტიში მათ ჩართვაზე.ეს ჩანაწერი მოიცავს თითქმი ყველა ფენას საზოგადოების და ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩანაწერი საფუძველი გახდება,ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისა რომელზეც დაწყებული გვაქვს მუშაობა, კანონი სპორტის შესახებ და აქვე მინდა ფორმატი როგორც საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი იყო,ასევე მინდა ყველას ჩართულობა იყოს ამ პროცესში და დაწყებულია სპორტის სამართლის სპეციალისტებთან ინტესიური კონსულტაციები. რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ გამოწვევები საკმაოდ ბევრი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში.ასევე მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ ამ ეტაპზე,ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება ტარდება, საქართველოში, ეს მცირე გადახვევისთვის და იმ ჩვენი ასე ვთქვათ ოპონენტების გასაგონად,მინდა განვაცხადო რომ საქართველო სტაბილურად და ასე ვთქვათ უსაფრხო ქვეყნა გახდა და ძალიან კარგად ვითარდება და ზუსტად ამის დასტურია რომ მხოლოდ 2017 წლის ღონისძიებები რომ ჩამოგითვალოთ,ასე ვთქვათ სპორტული ღონისძიებების ჩატარდა როგორც იცით ოცწლამდე მსოფილო ჩემპიონატი რაგბში. ეხლა ტარდება ცხრამეტწლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ესეთი ტურნირები არ ჩატარებულა არასდროს საქათველოში.ასევე ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში და ეს მეტყველებს იმაზე და შეფასებებია რაცმთავარია ამ ორგანიზატორების მხრიდან,ზალიან მაღალ სეფასებას იღებს საქართველო და ეს ტენდეცია გაგრძელდება აუცილებლად. ასევე გამოწვევები გვაქვს, ინიცირება შემოსულია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და არაერთხელ აღმინიშნავს და საზოგადოების გასაგონად მინდა და თვენს გასაგონად ჩემო კოლეგებო რომ ალტერნატივა ჯანსაღი ცხოვრების წესს არ აქვს. დროის მცირე ფორმატის თვალსაზრისით მინდა ყველას ჩვენ კოლეგებს მოგმართოთ რომ ჩვენ თვითონ ფიზიკურად ჩავერთოთ ამ ინიციატივებში. ასევე პოზიტიურად მინდა დავასრულო და მოგმართოთ ასევე ოპოზიციურ კოლეგებს რომ სექტემბრის თვეში იტალიის პარლამენტის გუნდი აპირებს ჩამოსვლას და ჩვენთან შეხვედრას და ეს იქნება ჩვენი მხრიდან ზალიან კარგი ნაბიჯი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე უმრავლესობას დაწყებული გვაქვს ეს აქტივობები. როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ ვეთამაშეთ ჯიპას სტუდენტებს ასევე სხვა სტუდენტებთანაც იგეგმება ანალოგიური შეხვედრები. ასე რომ მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ ჩემო ძვირფასო კოლეგებო“, - განაცხადა დეპუტატმა.