დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ დამნაშავე აღმოჩნდეს და მოუნანიებელი ვაზიაროთ, ეს მეტად დააზიანებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ დამნაშავე აღმოჩნდეს და მოუნანიებელი ვაზიაროთ, ეს მეტად დააზიანებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ დამნაშავე აღმოჩნდეს და მოუნანიებელი ვაზიაროთ, ეს მეტად დააზიანებს, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელია გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

კეკელიას განმარტებით, არსებობს საეკლესიო კანონი იმის შესახებ, რომ სანამ განაჩენი არ დადგება, იქამდე მისი ზიარება არ შეიძლება.

”ჯერ არ არის გარკვეული, არის თუ არა დამნაშავე. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს და ნანობს, მაშინ ჩვენ მისი ზიარება შეგვიძლია, მაგრამ დეკანოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერ კი მისი უდანაშაულობა არ არის დადგენილი. რომ აღმოჩნდეს დამნაშავე და ვაზიარებთ მოუნანიებელს, ეს ხომ უფრო მეტად დააზიანებს? მთელი არსებით მინდა, რომ დეკანოზი გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობმა ზიარებაზე ეპიტამია დაადო.